დავიღალე და ჩრდილში წამოვწექი.
ჩრდილი გასრიალდა.
ჩრდილი იმისაა – უნდა გასრიალდეს.
მაგრამ უფრო ნაზად და ფრთხილად:
კანი არ უნდა აგაფხრიწოს და გაიყოლოს.
არც ფრჩხილები. არც წამწამები.
ჩრდილი იმისაა – უნდა გასრიალდეს.
მაგრამ უფრო უხმოდ და სწრაფად:
ვერ უნდა შეძლო მის კიდეზე ხელის წავლება,
უკან მოთრევა, ნადავლის წართმევა.
დავისვენე და გზა განვაგრძე
(ბოლო სტრიქონი ჩრდილში ჩარჩა).